logo
ENG



აშშ საქართველოს დახმარებას გამოუყოფს და სახ.მდივნისგან კანონის უზენაესობაზე ანგარიშს ითხოვს

28 დეკ 202023:49
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/29/a9em89y9fy418db.jpg

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის 2021 წლის ბიუჯეტის კანონს ხელი მოაწერა, რომელშიც საქართველოსთვის  $132-მილიონის ოდენობით დახმარების გაცემაზეა საუბარი. დახმარებასთან ერთად, მოთხოვნილია, რომ სახელმწიფო მდივანმა ასიგნებების კომიტეტს უნდა წარუდგინოს ანგარიში საქართველოში კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების შესახებ. ანგარიში აქტის ამოქმედებიდან 90 დღეში არის წარსადგენი.

კანონის განმარტებით განცხადებაში, რომელსაც ამერიკის ხმა ავრცელებს, გაწერილია, თუ რა უნდა დაფაროს სახელმწიფო მდივნის ანგარიშმა:

"არაუგვიანეს 90 დღისა ამ აქტის ამოქმედებიდან, სახელმწიფო მდივანმა ასიგნებების კომიტეტს ანგარიში უნდა წარუდგინოს საქართველოს მთავრობის დეტალური ქმედებების შესახებ 2020 წლის 1 იანვრიდან (I) დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, მათ შორის, უკანასკნელი არჩევნებით, (2) კორუფციასთან ბრძოლის და (3) კერძო სექტორისა და უცხოურ საინვესტიციო კლიმატის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისთვის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის კუთხით."

კანონში ასევე მითითებულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კრძალავს იმ ქვეყნების დახმარებას, რომლებიც საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს აღიარებენ, ან მათთან "დიპლომატიურ კავშირს" დაამყარებენ.


close დახურვა