logo
ENG



აშშ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად მოხალისეებს გამოგზავნის

16 სექ 202021:06
3 წუთის საკითხავი
 
7vwd8u8up8xuxkb.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით მოხალისეებს გამოგზავნის. ისინი ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო ჯგუფს შეუერთდებიან.

წერილში, რომელიც მაიკ პომპეომ დავით ზალკალიანს გამოუგზავნა, ნათქვამია, რომ აშშ მხარს უჭერს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) რეკომენდაციას სრული სადამკვირვებლო ჯგუფის განთავსების შესახებ, რომელიც მოიცავს ძირითად ჯგუფს, 28 დამკვირვებელს გრძელვადიანი პერიოდით და 350 დამკვირვებელს მოკლევადიანი პერიოდით. ჩვენ, ასევე, ვაცნობიერებთ COVID-თან დკავშირებული ლოჯისტიკურ გამოწვევებს, რამაც, შესაძლოა, გაართულოს სრულმასშტაბიანი მისიის ორგანიზება.

სახელმწიფო მდივანი მიუთითებს, რომ აშშ აცნობიერებს COVID 19-ით გამოწვეულ ლოჯისტიკურ პრობლემებს.

"დეპარტამენტი შეარჩევს მოხალისეებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რათა ისინი შეუერთდნენ ODIHR-ის მისიას.

ODIHR-ის მისიის გარდა, თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან კოორდინაციით, უზრუნველყოფს საელჩოს გუნდის მხრიდან დაკვირვებას.

მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის გამო, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) და ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გადაწყვიტეს, არ განათავსონ საერთაშორისო დამკვირვებლები მოკლე პერიოდით არჩევნების დღეს.

ჩვენ ვმუშაობთ NDI-სა და IRI-სთან ალტერნატიული გამოსავლის მოძიების მიზნით, რაც მათ საშუალებას მისცემს დააკვირდნენ არჩევნებს. მათ შორის, გრძელვადიანი პერიოდით ანალიტიკოსებისა და ვირტუალური დამკვირვებლების სახით, რომლებიც ქართველო კოლეგებთან ერთად იმუშავებენ. ჩვენ ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას აშშ-ისა და საერთაშორისო დამკვირვებლების მხარდაჭერასთან დაკავშირებით და კვლავ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც განამტკიცებენ თქვენს დემოკრატიულ ინსტიტუციებს და გააძლიერებენ დემოკრატიულ პროცესებს".- ნათქვამია პომპეოს წერილში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება.


close დახურვა