logo
ENG



აშშ უკრაინას $1,8 მლნ-ის სამხედრო და $364 მლნ-ზე მეტ ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს

22 დეკ 202202:03
3 წუთის საკითხავი
clock 538
2022/12/22/nx4bixgk0t0i1mu.jpg

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 1,8 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გაუგზავნის, რომელიც Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემებს მოიცავს.

ბაიდენმა თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ "აუცილებელი წვრთნების დასრულებას გარკვეული დრო დასჭირდება", რათა სისტემებმა დაიწყონ მუშაობა, თუმცა აღნიშნა, რომ Patriot-ის რაკეტები იქნება "კრიტიკული ქონება".

ამასთან, ბაიდენის თქმით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 376 მილიონ დოლარზე მეტ თანხას გამოყოფს.

"დღეს USAID გამოყოფს 374 მილიონ დოლარზე მეტ თანხას უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ეს უზრუნველყოფს 1,5 მილიონზე მეტი უკრაინელი ადამიანის საკვებით მომარაგებას, ასევე ფულად დახმარებას, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას, უსაფრთხო სასმელ წყალს და დახმარებას 2,5 მილიონზე მეტი უკრაინელისთვის სითბოს შენარჩუნებაში ზამთარში", - თქვა ბაიდენმა.

ბაიდენმა კვლავ გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები მზადაა იდგეს უკრაინის გვერდით იქამდე და დაიცვას უკრაინა რუსეთის აგრესია იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება.

პრეზიდენტმა ბაიდენმა მადლობა გადაუხადა კონგრესის წევრებს უკრაინის ოპერატიული მხარდაჭერისთვის, მათ შორის უახლესი, დამატებით 45 მილიარდი დოლარის პაკეტის გამოყოფისთვის.

***

უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში 21 ნოემბერს ჩავიდა. 24 თებერვლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა, როცა ზელენსკიმ უკრაინა დატოვა და უცხო ქვეყანაში გაემგზავრა. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი სიტყვით გამოვა კონგრესში.

აშშ-ის ახალი დახმარების პაკეტი 1,8 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები. მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების ფარგლებში, ეს ყველაზე ძლიერი და მოწინავე რაკეტსაწინააღმდეგო იარაღია.

ასეთი დანადგარები შეიძლება დაიტვირთოს სხვადასხვა მოდიფიკაციის რაკეტებით, მათ შორის ისეთებით, რომლებსაც შეუძლიათ 80 კმ-მდე დაშორებით და 20 კმ სიმაღლეზე ობიექტებზე დარტყმა.

კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა არა მხოლოდ თვითმფრინავების და საკრუიზო რაკეტების, არამედ ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობა. სწორედ ამ ტიპის რაკეტები უქმნის უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებს ყველაზე მეტ პრობლემას: მათი ჩაჭრა ძალიან რთულია. 


close დახურვა