აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, აშშ უკრაინას 250 მილიონი დოლარის ღირებულების 65-ე სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.
მათი განმარტებით, პაკეტში შემავალი შეიარაღება უკრაინას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან გადაეცემა და მასში საჰაერო თავდაცვის რაკეტები, საბრძოლო მასალა სარაკეტო სისტემებისთვისა და არტილერიისთვის, ჯავშანმანქანები და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება შევა.
კერძოდ: RIM-7 საჰაერო თავდაცვის რაკეტები; რაკეტები Stinger-ებისთვის; საბრძოლო მასალა HIMARS სისტემებისთვის; 155 მმ და 150 მმ საარტილერიო ჭურვები; Javelin და AT-4 ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები; Bradley, MRAP და M113 ჯავშანმანქანები; საპატრულო ნავები და ა.შ.
პირველად მრავალი თვის განმავლობაში, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირადად ესწრება უკრაინის საკონტაქტო თავდაცვის ჯგუფის შეხვედრას, რათა ლობირება გაუწიოს დახმარების უფრო სწრაფად მიწოდებას, კერძოდ, საჰაერო თავდაცვისა და შორ მანძილზე მოქმედების იარაღს.