logo
ENG



აშშ უკრაინას ახალ, 325 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

13 ივნ 202321:28
3 წუთის საკითხავი
 
აშშ უკრაინას ახალ, 325 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ უკრაინას ახალ, 325 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.

სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დახმარების ახალი პაკეტი დამატებით საბრძოლო მასალებს საარტილერიო და სარაკეტო სისტემებისთვის, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, ჯავშანტექნიკასა და სხვა აღჭურვილობას მოიცავს, რაც აუცილებელია უკრაინის გასაძლიერებლად.

"რუსეთმა დაიწყო ეს არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთს შეუძლია, ნებისმიერ დროს დაასრულოს ის, შეაჩეროს სასტიკი თავდასხმები უკრაინის ქალაქებსა და ხალხზე, ვიდრე რუსეთი ამას არ გააკეთებს, აშშ და ჩვენი მოკავშირე პარტნიორები უკრაინასთან ერთად იქნებიან იმდენ ხანს, რამდენიც მას დასჭირდება", - აღნიშნულია სახ.დეპის განცხადებაში. 

პენტაგონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ახალი დახმარების პაკეტის ფარგლებში უკრაინა დამატებით Bradley-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანის 15 ერთეულსა და 10 ცალ Stryker-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორს მიიღებს.

გარდა ამისა, დახმარების ახალ პაკეტში შედის NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტები, Stinger-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო დანარგარები, საბრძოლო მასალები HIMARS-ებისთვის, 155 მილიმეტრიანი და 105 მილიმეტრიანი ჭურვები, ჯაველინები და სხვა ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები.


close დახურვა