logo
ENG



აშშ უკრაინას კიდევ $550 მილიონის ღირებულების იარაღს და აღჭურვილობას გადასცემს

02 აგვ 202209:57
3 წუთის საკითხავი
 
აშშ უკრაინას კიდევ $550 მილიონის ღირებულების იარაღს და აღჭურვილობას გადასცემს

აშშ უკრაინას კიდევ $550 მილიონის ღირებულების იარაღს და აღჭურვილობას გადასცემს.

ეს 2021 წლის აგვისტოს შემდეგ აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის დახმარების მე-17 პაკეტია. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ეს დახმარება მოიცავს კიდევ უფრო მეტ საბრძოლო მასალას მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისა (HIMARS) და 155 მმ-იანი საარტილერიო სისტემებისთვის, რომლებსაც უკრაინის ძალები ეფექტურად იყენებენ ბრძოლის ველზე საკუთარი ქვეყნის დასაცავად.

ბლინკენის თქმით, ბაიდენი-ჰარისის ადმინისტრაციის პირობებში, ამ დახმარების გადაცემით, აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის გაწეული დახმარების ღირებულება 8.7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. 

"ჩვენი თავდადება უკრაინელი ხალხის მიმართ არ შეირყევა. ჩვენ ერთად ვდგავართ უკრაინასთან". - განაცხადა მან. 


close დახურვა