logo
ENG



აშშ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით $54 მილიონს გამოუყოფს

28 თებ 202208:17
3 წუთის საკითხავი
 
აშშ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით $54 მილიონს გამოუყოფს

აშშ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით $54 მილიონს გამოუყოფს

თანხის ნაწილს - 26 მილიონ აშშ დოლარს უკრაინას სახელმწიფო დეპარტამენტი გადასცემს, 28 მილიონი აშშ დოლარი კი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გამოყო. 

"უკრაინასთან ჩვენი პარტნიორობა მტკიცეა. ჩვენ კონცენტრირებულები ვართ უკრაინის სასწრაფო ჰუმანიტარულ საჭიროებებზე. ეს მნიშვნელოვანია რუსეთის წინასწარ განზრახული, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმის პასუხად. 

აშშ უკრაინისთვის უმსხვილესი ჰუმანიტარული დონორია. მას შემდეგ, რაც რუსეთი 2014 წელს უკრაინაში შეიჭრა, ჩვენ ამ ქვეყანას 405 მილიონი აშშ დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გავუწიეთ. 

ჰუმანიტარული დახმარების ეს ბოლო ტრანში დამოუკიდებელი ჰუმანიტარული ორგანიზაციების დახმარებით გადაირიცხება, რომლებიც საჭიროებებზე დაფუძნებულ დახმარებას მიუკერძოებლობით, ჰუმანურობით, ნეიტრალიტეტით და დამოუკიდებლობით მიაწვდიან". - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი. 

ჰუმანიტარული დახმარება მოუცავს საკვებს, უსაფრთხო სუფთა წყალს, თავშესაფრებს, გადაუდებელ სასწრაფო დახმარებას და დაცვას. 

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ისინი ეცდებიან ერთმანეთს დააკავშირონ ის ოჯახები, რომლებიც კონფლიქტის გამო ერთმანეთს დაშორდნენ. 


close დახურვა