logo
ENG



აშშ უკრაინაში ომის გამო რუსეთსა და ბელარუსს ახალ ეკონომიკურ სანქციებს უწესებს

03 მარ 202200:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/03/9ifh3g7xk9yh5v2.jpg

აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად რუსეთსა და ბელარუსს დამატებით ეკონომიკურ სანქციებს უწესებს.

თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის მიზანი რუსეთის თავდაცვის სექტორისა და სამხედრო ძალების დასუსტებაა, ამიტომ აშშ-ის მთავარი სამიზნე რუსეთის სიმდიდრის მთავარი წყაროები გახდნენ. გარდა ამისა, ამერიკა რუსულ ავიახაზებს აშშ-ის საჰაერო სივრცეს უკეტავს.

სანქციების ახალი პაკეტი:

  • შეზღუდვები რუსეთსა და ბელარუსში ტექნოლოგიური პროდუქტების იმპორტზე -  აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი ექსპორტის კონტროლზე რუსეთსა და ბელარუსს სასტიკ სანქციებს დაუწესებს. ამ ნაბიჯით შეიზღუდება ნივთების, ტექნოლოგიების გავრცელება ბელარუსსა და რუსეთში, რაც საგრძნობლად შეამცირებს ორივე ქვეყნის უნარებს, განაგრძონ სამხედრო აგრესია და შეუზღუდავს მათ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიისთვის საჭირო მასალებზე წვდომას. ასევე ზოგადად შესუსტდება მათი ძალები, რაც რეგიონულ სტაბილურობასა საფრთხეს უქმნის და სამყაროს მშვიდობასა და უსაფრთხოებასაც უქმნის.

 

  • რუსული თავდაცვის ერთეულების სრული დაბლოკვა: სახელმწიფო დეპარტამენტი ხისტ სანქციებს დაუწესებს რუსეთის თავდაცვის სექტორს, რათა უფრო მეტად შეზღუდოს პუტინის ომის მანქანა. ამ ქმედებით რუსულ აღჭურვილობის შემქმნელ კომპანიებს მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგები ექნებათ. ჯამში სანქციები ეხება 22 რუსული თავდაცვასთან დაკავშირებული დაწესებულებას, მათ შორის საბრძოლო ხომალდების ელექტრონული საბრძოლო სისტემების, რაკეტებისა და საჰაერო ხომალდების მწარმოებლებს.

  • ექსპორტის კონტროლი ნავთობის მოპოვებაზე - ეს ის მთავარი ფინანსური წყაროა, რაც რუსულ ჯარს ეხმარება. ნავთობისა და გაზის მომპოვებელ დანადგარებზე ექსპორტის კონტროლით ვაჭრობის დეპარტამენტი ტექნოლოგიების ექსპორტზეც დააწესებს შეზღუდვებს, რაც რუსეთის მოპოვების შესაძლებლობებს გრძელვადიანად ეხმარება. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად არ აქვს მსოფლიოსთვის ენერგორესურსების მიწოდების შეზღუდვის იინტერესე არ აქვს, თუმცა განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ რუსეთის, როგორც მთავარი ენერგო მომწოდებლის სტატუსის დასუსტება სურთ. ეს სანქციები კი ამ მიზანს ემსახურება და იმავდროულად დაიცავს ამერიკელ მომხმარებლებს.

 

  • შეზღუდვები რუსული და ბელარუსული ჯარების მხარდამჭერი ერთეულებს - ვაჭრობის დეპარტამენტი ადგენს იმ დაწესებულებების სიას, რომლებიც ჩართული იყვნენ ან რამენაირად მხარს უჭერდნენ რუსეთისა და ბელარუსის უსაფრთხოებას, ჯარს, თავდაცვის და/ან სამხედრო და თავდაცვის კვლევასა და განვითარებას. ამ ნაბიჯებით დავრწმუნდებით, რომ სამხედრო ისევე როგორც საჰაერო, საზღვაო და მაღალი ტექნოლოგიების სექტორები არ ფლობენ ამერიკულ ტექნოლოგიებს, რაც რუსეთს შესაძლოა დაეხმაროს.

 

  • რუსულ ავიაციას ეკრძალება აშშ-ის საჰაერო სივრცეში შესვლა და გამოყენება. პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა რომ ამერიკა ყველა რუსულ რეისს დაუხურავს საჰაერო სივრცეს, რითაც რუსეთი კიდევ უფრო იზოლირებული გახდება და დამატებითი წნეხი დაეკისრება მის ეკონომიკას. აღნიშნული ვრცელდება ყველა სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავზე. 

close დახურვა