logo
ENG



აშშ უკრაინის ენერგეტიკული სექტორის დასახმარებლად 53 მილიონ დოლარს გამოყოფს

29 ნოე 202222:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/29/08rogjqzbg3asrg.jpg

შეერთებული შტატები უკრაინას ენერგეტიკული სისტემის მხარდასაჭერად 53 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაფინანსება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელექტროგადამცემი აღჭურვილობის შესაძენად იქნება გამოყენებული, რომელიც უკრაინას სასწრაფოდ უნდა მიაწოდონ.

"ეს აღჭურვილობა სასწრაფოდ გადაეცემა უკრაინას, რათა დაეხმაროს უკრაინელ ხალხს ზამთრის გადატანაში", - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული პაკეტი მოიცავს გამანაწილებელ ტრანსფორმერებს, ავტომატურ ამომრთველებს, დენის გამტარებსა და სხვა აღჭურვილობას.


close დახურვა