logo
ENG



აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

03 აპრ 202323:51
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/03/jytmdi05obs92eu.jpg

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე გააკეთა.

კირბის თქმით, ახალი პაკეტის გამოცხადება მიმდინარე კვირაში იგეგმება.

"ვფიქრობ, ამ კვირაში ნახავთ კიდევ ერთს [დახმარების პაკეტი]. მე არ შემიძლია ზუსტად თარიღების დასახელება, თუ როდის მოხდება ეს, მაგრამ ჩვენ წინა პაკეტის შემდეგ ინტენსიურად ვმუშაობდით, რათა შეგვემუშავებინა შემდეგი [პაკეტი] და შემდეგი ძალიან მალე გამოვა", - აღნიშნა კირბიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი პაკეტი თავისი შინაარსით "კოორდინირებული იქნება" შეერთებული შტატების დახმარებასთან უკრაინაში, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში იყო უზრუნველყოფილი შეიარაღებული ძალებისთვის საჭირო იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით.


close დახურვა