ქვეაყანას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკის მთავრობის სახელით განცხადებას სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აქვეყნებს და შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებულ ძლიერ სტრატეგიული პარტნიორობაზე ამახვილებს ყურადღებას.
,,შეერთებული შტატებმი რჩება მტკიცე მხარდამჭერად საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე'',-ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ გნცხადებაში.
,,მომდევნო წელს, ველით ჩვენს ორმხრივ ურთიერთობების კიდევ უფრო გაუმჯობესებას, როცა საქართველო გაატარებს ისეთ რეფორმებს, რომლებიც გააძლიერებს დემოკრატიულ პროცესებს და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე დაფუძნებულ კანონის უზენაესობას“, - წერს მაიკ პომპეო.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.