logo
ENG



აშშ ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველ ფაზას დააფინანსებს

12 ნოე 201920:46
3 წუთის საკითხავი
 
zep7spfuvxnol74.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველ ფაზას დააფინანსებს. დიპლომატიური მისია კონკურსის გამარჯვებულს სამუშაოების შესასრულებლად 100 ათას დოლარს გადასცემს. პროექტის ფარგლებში ჩატარდება ყოვლისმომცველი კვლევა ფასადის დაზიანებისა და განადგურების დონის დადგენის და შემდგომი გეგმის შემუშავების მიზნით.

ნაგებობის მდგრადობას  სიძველისა და გარემო ფაქტორების გამო საფრთხე ექმნება და კონსერვაციას საჭიროებს. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის კვლევითმა ცენტრმა ჯვრის მონასტერი შეისწავლა და მთავარი პრობლემები გამოკვეთა. პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გაეგზავნა და დღეს უკვე  ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის კონკურსის გამარჯვებულად გამოცხადდა. 

ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, პირველ ეტაპზე, ჯვრის მონასტრის კომპლექსური კვლევა იგეგმება, რაშიც ადგილობრივთან ერთად უცხოელი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან. კვლევის დასრულების შემდეგ კი ფიზიკური სამუშოები დაიწყება. პროექტის ავტორები ვარაუდობენ, რომ კონსერვაციის პროცესი 3 წელს გაგრძელდება. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ჯვრის მონასტერში პროექტის ავტორებთან ერთად იმყოფებოდა.

ამერიკის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა საქართველოში 19 პროექტი დააფინანსა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით მილიონ ნახევარ დოლარს შეადგენს. მათ შორის გელათის, უფლისციხის, ატენის პროექტების კონსერვაციაა.

 


close დახურვა