აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა, USAID-ის მეშვეობით, ახალი ჰუმანიტარული დახმარების სახით, $53 მილიონს გამოყოფს უკრაინისთვის. ამის შესახებ მან პოლონეთში, ვარშავაში ვიზიტისას თქვა.
დახმარება ომით დაზარალებულ ასიათასობით მოქალაქეს მოხმარდება. კერძოდ, დამატებითი მხარდაჭერის პაკეტი მოიცავს სურსათით გადაუდებელ დახმარებას. მათ შორის, იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც სახლი დატოვეს და კვეთენ უკრაინის საზღვარს.
28 თებერვალს აშშ-მ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით $54 მილიონი გამოუყო. ჰუმანიტარული დახმარება მოუცავს საკვებს, უსაფრთხო სუფთა წყალს, თავშესაფრებს, გადაუდებელ სასწრაფო დახმარებას და დაცვას.