კიევში შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების მეორე პარტია ჩავიდა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად ვაშინგტონმა უკრაინას 80 ტონაზე მეტი შეიარაღება გადასცა. სამხედრო ტვირთი 200$ მილიონის ღირებულებისაა.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ეს დასასრული არ არის და დახმარებას კიდევ ელოდებიან.
The second bird in Kyiv! More than 80 tons of weapons to strengthen Ukraine's defense capabilities from our friends in the USA! And this is not the end
P.S. the cargo arrived under dependable protection @WhiteHouse @congressdotgov @USEmbassyKyiv @UKRintheUSA pic.twitter.com/ReNaj9tRds
ამერიკული თვითმფრინავი დახმარების პირველი პარტიით, 90 ტონა სამხედრო ტვირთით, კიევის აეროპორტში 22 იანვარსაც დაეშვა.
სამხედრო დანიშნულების ტვირთი უკრაინას აშშ–ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განკარგულებით გადაეცა.
დაჩქარებული წესით გადასცემს შეიარაღებას უკრაინას ესტონეთი. უკრაინაში ესტონეთის ელჩის ინფორმაციით ათობით ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ტრანსპორტირებისთვის არის მზად.