Covid 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოში არსებული ტოტალიზატორებისა და კაზინოების უმეტესობა ფუნქციონირებას აჩერებს.
სათამაშო ბიზნესის ასოციაციის განცხადებით, მუშაობას აჩერებენ:
- აჭარაბეთი;
- კროკობეთი;
- ევროპაბეთი;
- ლიდერბეთი
- კრისტალბეთი;
- ბეთლაივი.
როგორც სათამაშო ბიზნესის ასოციაცია აცხადებს, ტოტალიზატორებმა და კაზინოებმა გაითვალისწინეს პრემიერის რეკომენდაცია და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღეს გადაწყვეტილება, სრულად გადასულიყვნენ დისტანციურ მუშაობაზე.
ასოციაციის განცხადებით, პრევენციის მიზნით, 18 მარტიდან ყველა არსებული მიწის კაზინო, ტოტალიზატორი და სლოტ კლუბი აჩერებს ფუნქციონირებას.