logo
ENG



აჭარაში აკრძალული საქმიანობისთვის 10 ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდა

11 აგვ 202111:26
3 წუთის საკითხავი
 

შრომის ინსპექციის განცხადებით, აჭარაში აკრძალული საქმიანობისთვის 10 ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდა. მათგან ორს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა.

"აკრძალული საქმიანობის გამოვლენის პროცესში, შრომის ინსპექციასთან ერთად შსს-ს კრიმინალური და საპატრულო პოლიცია, შემოსავლების, სურსათის უვნებლობის და ადგილობრივი მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები არიან ჩართულები. შეზღუდვებზე კონტროლის გამკაცრების საპასუხოდ, ჯგუფები დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფენ. ოპერირება ყველა რეგიონულ ცენტრში ხორციელდება", - აცხადებენ შრომის ინსპექციაში.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სარიტუალო დარბაზი თუ კვების ობიექტი, სადაც სხვადასხვა სახის სოციალური ღონისძიება ჩატარდება პირველ ჯერზე 10 ათასი ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი ობიექტი დაილუქება. საუბარია ისეთ სოციალურ ღონისძიებებზე როგორებიცაა ქორწილი, ქელეხი და სხვა. 


close დახურვა