ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით 296 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 68 გამოჯანმრთელდა 3 კი გარდაიცვალა. ბოლოს გამოვლენილი 6 ახალი შემთხვევიდან 5, ე.წ. ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნება. ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე მეორე დღეა მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს.
აჭარის ჯანდაცვისის მინისტრის მოადგილის თქმით, კორონავირუსზე 25 ადამიანის პასუხს ელოდნენ, 5 შემთხვევაში პასუხი აღმოცნდა დადებითი. კორონავირუსი დაუდგინდა 9 თვისა 5 წლის ბავშვს, რომლებიც დედასთან ერთად თბილისში გადაიყვანეს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, 5-ვე მათგანს შეხება ჰქონდა დაინფიცირებულ პირთან, ისინი იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში და სიმპტომების გამოვლენისთანავე მათ ცაუტარდათ ტესტი.
„დაგვიდასტურდა 5 ახალი შემთხვევა, რომელიც არის დაკავშირებული ქობულეთის კლასტერთან, ამ 5 შემთხვევიდან 2 გახლავთ არასრულწლოვანი, მათ შორის ერთი 5 წლამდე, მეორე კი 10 წლამდე ასაკის. დარჩენილი სამი გახლვათ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისგან. ჩვენ ველოდებოდით მათგან გარკვეული ლაბორატორიულ დიაგნოსტიკის შედეგს პოზიტიურს, ვინაიდან მათ ჰქონდათ კონტაქტი და ჰქონდათ კლინიკური გამოვლინებაც. 25 პირის ირგვლივ მოძიებულია პირველი რიგის და მეორე რიგის კონტაქტები, რომელთა რაოდენობამ მიაღწია 355-ს“,-განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
ქობულეთის მერის თქმით, 4-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში გამოვლენილია 2008 პირი, ყველა მათგანი ამ დროისთვის იმყოფება თვითიზოლაციაში და მათზე მიმდინარეობს დაკვირვება.
„შესაბამისი ჯგუფების მიერ გამოკვლეული იქნა 2008 პირი 4-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში და ქალაქის შესაბამის უბნებში ჯერჯერობით საყურადღებოა ეს 4 შემთხვევა. როგორც ეპიდემიოლოგები აცხადებენ ეს ყველაა პირი დარჩება თვითიზოლაციის რეჟიმში და შემდეგი გადაწყვეტილება იქნება ეპიდემიოლოგების მიერ მიღებული“,-განაცხადა მირიან ქანთარიამ.
ე.წ. ქობულეთის კლასტერისან დაინფიცირებულთა რიცხვმა, 25-ს მიაღწია. ტერიტორიაზე ამ დროისთვის 9 გამშვები პუნქტი არის მოწყობილი, ქობულეთის 4 სოფელში კი უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ტერიტორიას სამართალდამცველები აკონტროლებენ.