logo
ENG



აჭარაში თოვლის საფარი 80 სანტიმეტრს აღწევს

24 იან 202014:31
3 წუთის საკითხავი
 

დიდთოვლობაა აჭარის მაღალმთიან რეგიონში - უხვი ნალექის გამო სასაწავლო პროცესი ჩაიშალა ხულოსა და შუახევის ჩვიდმეტ საჯარო სკოლაში. ხულოში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს, გზის გაწმენდითი სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.

ინტენსიურად თოვს ქედაშიც, მაღალი ზონის სოფლებში საფარი 80 სმ-ს აღწევს, თუმცა ავტომობილით მოძრაობა ყველა მიმართულებითაა შესაძლებელი. შტორმია ზღვისპირა რეგიონში. ღელვა 5 ბალს აღწევს.


close დახურვა