logo
ENG



აჭარაში მიმავალ აქციის მონაწილეებს კომენდანტის გამო გადაადგილების უფლება არ მისცეს

27 თებ 202111:03
3 წუთის საკითხავი
 
აჭარაში მიმავალ აქციის მონაწილეებს კომენდანტის გამო გადაადგილების უფლება არ მისცეს
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

თბილისში გამართული აქციიდან  „თავისუფლებისთვის“ აჭარაში მიმავალ აქტივისტებს კომენდანტის საათის გამო გადაადგილების უფლება არ მისცეს - ისინი რამდენიმე საათს ქუთაისისთან იყვნენ გაჩერებულები.

როგორც აქტივისტები ყვებიან, მათი მიკროავტობუსი თბილისიდან გამოსვლისას გაფუჭდა, თუმცა მათზე გადაადგილებისთვის საჭირო საშვები პატრულმა საპროტესტო აქციაზე ყოფნის გამო არ დაუშვა.

პარლამენტის წინ აქცია „თავისუფლებისთვის“ 26 თებერვალს გაიმართა. აქციას ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები მართავდნენ. აქციას რეგიონებიდანაც შემოერთდნენ.

მათი მოთხოვნები იყო: გათავისუფლდნენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია და მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა. ასევე, დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობით.


close დახურვა