logo
ENG



აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ვლადიმერ ტატიშვილი გახდა

11 ნოე 202219:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/11/1tggpy137jvrq8x.jpg

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად, ვლადიმერ ტატიშვილი აირჩიეს. მას ნდობა მრჩეველთა საბჭოს ხუთიდან სამმა წევრმა გამოუცხადა.

მაუწყებლის დირექტორი სამი წლის ვადით აირჩიეს და ის უფლებამოსილებას 22 ნოემბრიდან შეუდგება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ასარჩევად კონკურსი ხელმეორედ გამოცხადდა. წინა კონკურსზე ბორდის წევრებმა დირექტორი ვერ აირჩიეს, ხმათა უმრავლესობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა.


close დახურვა