აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ინფიცირებული თავს კარგად გრძნობს, მას ამ ეტაპზე სიმპტომები არ აქვს და კოვიდ სასტუმროში დაკვირვების ქვეშაა.
ტელეკომპანიის ცნობით, თავდაპირველად კორონავირუსი მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს დაუდასტურდა და ვირუსის გამოვლენამდე, ბოლო 6 დღის განმავლობაში ტელევიზიაში არ მისულა.