logo
ENG



აჭარის ტელევიზიამ COVID 19-ის გამო მაუწყებლობა შეწყვიტა

05 სექ 202012:37
3 წუთის საკითხავი
clock 2457

აჭარის ტელევიზიამ COVID 19-ის გამო მაუწყებლობა შეწყვიტა. ტელევიზიაში ახალი კორონავირუსი 1 ადამიანს დაუდასტურდა. მაუწყებლობის შეჩერების გადაწყვეტილება სწორედ ამის გამო იქნა მიღებული. 

აჭარის ტელევიზიის ეთერში საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება მოხდება. 

"მაუწყებელში შესვლა არის შეჩერებული. მოვიდნენ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, იწყება თანამშრომლების ტესტირება. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, შეჩერდეს მაუწყებლობა. ამ წუთებში უკვე ჩართულია პირველი არხი და მოხდება პირველი არხის ტრანსლირება ჩვენს ეთერში, ვიდრე არ იქნება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან შესაბამისი რეკომენდაციები". - უთხრა არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ვახო ხუზმიაშვილმა პირველ არხს. 

5 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი სულ 1621 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 25 დღეს გამოვლინდა. 25 შემთხვევიდან 13 აჭარაში დადასტურდა, მათგან 9 საკონდირტო დონას კლასტერს მიეკუთვნება. COVID 19-ით დონასთან დაკავშირებულ კიდევ 22 ადამიანი დაინფიცირდა. 


close დახურვა