logo
ENG



აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

22 სექ 202019:13
3 წუთის საკითხავი
 
აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ვახო ხუზმიაშვილის განცხადებით, მაუწყებლობას არ წყვეტენ. მისივე თქმით, ის პირები რომლებსაც ინფიცირებულთან ახლო კონტაქტი ჰქონდათ, თვითიზოლაციაში გადავლენ, ხოლო შემხებლობაში მყოფ პირებს PCR ტესტირება ჩაუტარდებათ.

5 სექტემბერს კორონავირუსი აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. მაშინ ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა, თანამშრომლებს ტესტირება ჩაუტარდა, უარყოფითი პასუხების შემდეგ კი მაუწყებლობა განაახლა. კორონავირუსი ამ დრომდე კიდევ ორი ტელევიზიის - TV პირველისა და რუსთავი 2-ის ჟურნალისტებსაც დაუდასტურდა.


close დახურვა