აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებულთათვის 107 საწოლია თავისუფალი.
როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ფორმულას განუცხადეს, მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებს ბინაზე და საკარანტინე სივრცეებში მკურნალობენ.
"ამჟამად ინფიცირებულთათვის 107 საწოლია თავისუფალი. მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებს ბინაზე და საკარანტინე სივრცეებში ვმკურნალობთ, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან", - აცხადებენ უწყებაში.
გუშინ, 24 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ აჭარაში 80 საწოლი იყო თავისუფალი.
დღეს, 25 სექტემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 165 შემთხვევაა გამოვლენილი.
საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 4 664 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 759 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა - 27.