ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მსუბუქი ავტომანქანა ბოძს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი კაცი დაშავდა, მაშველები მანქანიდან მის ამოყვანას დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ცდილობდნენ.
დაშავებული ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, 2 სასხანძრო მანქანა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანა.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.