ახალ ზელანდიაში მიწისძვრა მოხდა. ქვეყნის დედაქალაქთან ახლოს თითქმის 6-ბალიანი ბიძგები დაფიქსირდა. სტიქიას ნგრევა არ მოჰყოლია, თუმცა ველინგტონში პანიკა გამოიწვია.
მიწისძვრისას ერთ-ერთ არხს პირდაპირ ეთერში ერთვებოდა ქვეყნის პრემიერი. ჟაკინდა არდერნი პარლამენტის შენობაში იყო, როცა ბიძგები დაიწყო, თუმცა საუბარი არ შეუწყვიტავს.
არდენმა ჟურნალისტი დაამშვიდა, რომ მის თავზე განათება არ ეკიდა და შენობაც მყარი იყო და ინტერვიუ გააგრძელა. მიწისძვრას რამდენიმე მცირე ბიძგიც მოჰყვა. სტიქიიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ველინგტონთან შეჩერდა სარკინიგზო მიმოსვლა.