logo
ENG



ახალგაზრდა ქალს, რომელსაც კაცმა ბენზინი შეასხა, სხეულის 37% დაეწვა - ექიმი

30 ივნ 202014:33
3 წუთის საკითხავი
 

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის თქმით, ახალგაზრდა ქალს, რომელმაც კაცმა ბენზინი შეასხა, ორივე ქვედა კიდური აქვს დამწვარი.

როგორც "ფორმულას" ქაშიბაძემ განუცხადა, გოგოს მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ მას საკმაოდ სერიოზული დაზიანებები აქვს მიყენებული.

"მისი მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ საკმაოდ სერიოზული დაზიანებები აქვს, ქვემო კიდურები აქვს დამწვარი, სხეულის 37%-იანი დამწვრობა აქვს", - აღნიშნა ქაშიბაძემ.

თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მან ურთიერთშელაპარაკებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა ახალგაზრდა ქალს.

ბრალდებულს, რომელიც დანაშაულს აღიარებს, 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში მხოლოდ 2014-2018 წლების პერიოდში ფემიციდის 135 შემთხვევა მოხდა, 69-ჯერ კი - ფემიციდის მცდელობა. 


close დახურვა