logo
ENG



ახალგაზრდები გმირთა მოედანზე მივიდნენ - მათ დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

06 მაი 202420:53
3 წუთის საკითხავი
 

"გვჯერა, რომ საქართველო ჭეშმარიტად აღდგება" - ახალგაზრდებმა გმირთა მემორიალთან ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. შეკრების ინიციატორი თავისუფალი საზოგადოებაა.

ახალგაზრდებმა გმირთა მოედანზე შეკრება 20:00 საათიდან დაიწყეს. მათ ტერიტორია ყვავილებით შეამკეს.

აქტივისტების თქმით, ხვალიდან კვლავ გაგრძელდება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები იქამდე, სანამ ოცნება კანონს არ გაიწვევს.

"ველოდებით ხალხს, რათა პატივი მიაგონ გმირთა მემორიალზე და ხვალიდან დაიწყება უწყვეტი აქციები. იქნება იქამდე, სანამ არ გაიწვევენ რუსულ კანონს" - ამბობს აქტივისტი დათუნა დანელია.


close დახურვა