ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 63 წლის მამაკაცი, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარზე არ უშვებდა, გარდაიცვალა. იგი მძიმედ იყო დაავადებული და შესაბამის მკურნალობას საჭიროებდა.
მამაკაცი თვეების განმავლობაში ითხოვდა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას, თუმცა უშედეგოდ.
იგი გუშინ წითელ ჯვარს გადმოყავდა, თუმცა რეანომობილში გარდაიცვალა.