logo
ENG



ახალი ბრალდება მიხეილ სააკაშვილის საქმეში

23 თებ 202320:03
3 წუთის საკითხავი
 

მოსკოვის შესაძლო კვალი მიხეილ სააკაშვილის საქმეში და სკანდალური ბრალდება. ადვოკატის მტკიცებით, მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ ე.წ. სპეცოპერაცია კრემლში დაიგეგმა. შალვა ხაჭაპურიძემ მედიას გადასცა ერთ-ერთი სამედიცინო გამოცემის ასლი, რომლის მოქმედი რედაქტორიც გასულ წელს, პუტინმა პირადად დააჯილდოვა.

ირკვევა, რომ 2006 წელს სწორედ ამ გამოცემის კოლეგიის წევრი იყო ზურაბ ჩხაიძეც, - ვივამედის კლინიკური დირექტორი. "მე რუსმა "ენდოკრინოლოგებმა" ერთხელ უკვე გამომიწერეს ვერცხლისწყლის და დარიშხანის კოქტეილი", - წერს თემაზე მიხეილ სააკაშვილი. ვივამედის ხელმძღვანელი ბრალდებებს ადვოკატის შეურაცხყოფას უპირისპირებს.


close დახურვა