სოსო გოგაშვილი სისტემის მხილებას განაგრძობს. ყოფილი მაღალჩინოსანი პირველად ადასტურებს, რომ ოპოზიციის რევოლუციური სცენარების შესახებ ჩანაწერები გაყალბებული იყო. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის მონათხრობით, მასალებს საქართველოს ხელისუფლება ამონტაჟებდა. წლების განმავლობაში უკრაინულ ვებმისამართებზე იტვირთებოდა ჩანაწერები, თითქოს ოპოზიცია საქართველოში არეულობასა და ხელისუფლების დამხობას გეგმავდა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმეებიც, მაგრამ ხელისუფლებას არასდროს უზრუნია ავთენტურობის დადგენაზე და არც გამოძიება მიუყვანია ბოლომდე. თუ რატომ, ამას გოგაშვილის წერილის შინაარსი ხდის ფარდას, ჩანაწერებს თავად საქართველოს ხელისუფლება ამონტაჟებდა, ინტერნეტში ათავსებდა, შემდეგ კი პროპაგანდისტული მიზნებით იყენებდა.
ახალი ბრალდებები 306 საკნიდან
14 სექ 202219:59
3 წუთის საკითხავი