ახალი ზელანდია პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც კანონით მომავალი თაობისთვის თამბაქოს მოწევას აკრძალა. ქვეყანაში აიკრძალება თამბაქოს გაყიდვა მათზე, ვინც 2009 წლის პირველი იანვრის შემდეგ არის დაბადებული.
კანონის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 150 ათასი ახალ ზელანდიური დოლარია (95 ათასი აშშ დოლარი).
თამბაქოს ნაწარმი მხოლოდ სპეციალურ მაღაზიებში გაიყიდება. ობიექტების რაოდენობა კი, რომელთაც თამბაქოს ნაწარმის გაყიდვის ნებართვა ექნებათ, 6000-დან 600-მდე შემცირდება. გარდა ამისა, კანონი თამბაქოს ნაწარმში ნიკოტინის შემცველობის შემცირებასაც ითვალისწინებს.
"ათასობით ადამიანი უფრო ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრებს. ჯანდაცვის სისტემა კი 5 მილიარდ დოლარზე მეტ ფულს მიიღებს იმის ხარჯზე, რომ თამბაქოს მოწევით გამოწვეული დაავადებების მკურნალობის აუცილებლობა აღარ იქნება, როგორებიცაა კიბოს მრავალრიცხოვანი ტიპი, გულის შეტევები, ინსულტები, ამპუტაციები", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, აიეშა ვეროლმა.
კანონი ძალაში 2023 წლიდან შევა. ახალი ზელანდიის მიზანია, რომ 2025 წლისთვის ქვეყანა "მოწევისგან თავისუფალი" ქვეყანა გახდეს.