logo
ENG



ახალი ინფიცირებულებიდან ერთი ბავშვია - მეჭურჭლიშვილი

23 მარ 202021:19
3 წუთის საკითხავი
 

ეპიდემიოლოგი რევაზ მეჭურჭლიშვილის ინფორმაციით, ბოლოს გამოვლენის ინფიცირებულთაგან ერთი ბავშვია - 15 წლის მოზარდი. როგორც მან „კოვიდ 19-ში" სტუმრობისას განაცხადა, ინფექციურ საავადმყოფოში ყოველდღიურად იკრიბება კონსილიუმი და მსჯელობს მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების შესახებ.

„ახალი შვიდეულიდან ოთხნი არიან ჩვენთან, ინფექციურში და არიან ამერიკიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები - ერთი არის 15 წლის. სულ გვყავს 15 წლამდე 6 ბავშვი, თუმცა ეს მონაცემი არც ისე მაღალი მაჩვენებელია. ასაკოვნების მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ყოველდღე იკრიბება კონსილიუმი ჩვენს კლინიკაში და მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად ვმოქმედებთ", - აცხადებს რევაზ მეჭურჭლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ვირუსით ინფიცირების 61 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 8 უკვე გამოჯანმრთელებულია. მარნეულსა და ბოლნისში ეპიდემიოლოგიური მდგომაროების გამო კარანტინია გამოცხადებული.


close დახურვა