logo
ENG



ახალი პაციენტები არ გვყავს, ველოდებით 19 ანალიზის შედეგს - თეა თავართქილაძე

12 აპრ 202013:39
3 წუთის საკითხავი
 

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსის, თეა თავართქილაძის თქმით, მათ კლინიკაში ახალი პაციენტები არ ჰყავთ.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება სამი შედარებით საყურადღებო პაციენტი, ხოლო 19 ადამიანის ანალიზის პასუხებს დღეს, დღის მეორე ნახევარში ელოდებიან.

„ახალი პაციენტი არ გვყავს - სამი გვყავს დამაკმაყოფილებელი, მაგრამ საყურადღებო. სამივესთან არის პნევმონია. სულ გვყავს 61 პაციენტი, 15 მათგანი განაწილდება საკარანტინო ზონებზე, კიდევ ველოდებით 19 ადამიანის ანალიზის პასუხებს. დანარჩენები კიდევ რამდენიმე დღეს დაჰყოფენ. კაცი, რომლის ოჯახის წევრებიც იყვნენ ინფექციურში, გადაყვანილია ასევე ინფექციურ საავადმყოფოში, ოჯახის წევრებთან - სამი წევრი მკურნალობს იქ", - განაცხადა თეა თავართქილაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტებიც. ამ დროის მონაცემებით, აღრიცხულია ინფიცირების 252 შემთხვევა - აქედან 63 გამოჯანმრთელებულია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა