logo
ENG



ახალი რეგულაციით, ბრიტანეთში ჩასულმა ნებისმიერმა პირმა 14 დღიანი იზოლაცია უნდა გაიაროს

22 მაი 202018:06
3 წუთის საკითხავი
 
ui816gd817tjke2.jpg

ბრიტანეთში კარანტინის ახალი წესების ამოქმედებისთვის ემზადებიან. ახალი რეგულაციის თანახმად, ქვეყანაში ჩასულმა ნებისმიერმა პირმა 14 დღიანი იზოლაცია უნდა გაიაროს. დეტალურ გეგმას ხელისუფლება საზოგადოებას დღეს საღამოს გააცნობს.

გავრცელებული ცნობით, მოგზაურებმა და სამშობლოში დაბრუნებულმა მოქალაქეებმა შესაბამის ორგანოებს საკუთარი ადგილსამყოფელის მისამართიც უნდა შეატყობინონ, ისინი კი, ვინც იზოლაციას არ დაემორჩილებიან, ათასი გირვანქა სტერლინგით დაჯარიმდებიან. კარანტინის ზომები ვირუსის კონტროლისა და ეკონომიკის გახსნის შესახებ ბრიტანეთის გეგმის შემადგენელი ნაწილია.


close დახურვა