logo
ENG



ახალი შემთხვევები არის იმპორტირებული, 9-დან 5 პაციენტი სატვირთოს მძღოლია - ეზუგბაია

13 ივლ 202011:10
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 9 ახალი ინფიცირებული შემთხვევიდან ყველა ინპორტირებულია

როგორც ეზუგბაიამ განმარტა, 9-დან 5 პაციენტი სატვირთო ავტომობილის მძროლია. რაც შეეხება მთლიანად ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის დამაკმაყოფილებელია და დაავადების პროგრესირება არც ერთ შემთხვევაში არ შეინიშნება.

"კოვიდცენტრებში კოვიდდადასტურებული 151 პაციენტი მკურნალობს. 9 ახალი შემთხვევა ყველა არის იმპორტირებული. ყველას დიაგნოსტირება მოხდა საკარანტინო სივრცეში. ამ 9-დან 5 არის სატვირთოს მძღოლი. რაც შეეხება ჩვენს ცენტრს, დაგვემატა 3 ახალი შემთხვევა და 25 პაციენტი მკურნალობს ჩვენს ცენტრში. 2 არის საქართველოს მოქალაქე სომხეთიდან დაბრუნებული და ერთი არის ასევე საქართველოს მოქალაქე, რუსეთიდან დაბრუნებული. მათი მდგომარეობა არ არის მძიმე, ის საშუალოზე მსუბუქია. სხვა პაციენტებთანაც არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება", - განაცხადა ეზუგბაიამ.

​შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 995 შეადგინა


close დახურვა