logo
ENG



ახალქალაქში სასწრაფოს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

20 ოქტ 202012:21
3 წუთის საკითხავი
 
ახალქალაქში სასწრაფოს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ახალქალაქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ფორმულას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დაუდასტურეს. 

მათი ცნობით, ახალქალაქში დამატებითი ჯგუფები უკვე ჩავიდა, შესაბამისად, სასწრაფო შეუფერხებლად მუშაობს. 

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 19 857 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 666 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 158 კი გარდაიცვალა. 


close დახურვა