logo
ENG



ახალქალაქში ქორწინების იძულების ბრალდებით 35 წლამდე კაცი დააკავეს

14 ნოე 202310:22
3 წუთის საკითხავი
 

ახალქალაქში ქორწინების იძულების ბრალდებით 35 წლამდე კაცი დააკავეს.

როგორც ფორმულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 1501 მუხლით, რაც ქორწინების, (მათ შორის, არარეგისტრირებულის) იძულებას გულისხმობს.

რამდენიმე დღის წინ მოქალაქე სოციალურ ქსელში წერდა, რომ კაცი მას "მოტაცებით" ემუქრებოდა და აშინებდა. 

დანაშაული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ისჯება.

 


close დახურვა