პროკურატურამ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დედას ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება ბათუმის ერთერთი კლინიკის საპირფარეშოში, ამავე კლინიკის სანიტარის მიერ ახალშობილისთვის სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისღვის სახიფათო დაზიანებების მიყენებას.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.112-ე მუხლით (დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“ — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში
ახალშობილი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
