67 წლის ქალი ახალციხეში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის მოკლულია.
მეზობლები, რომლებმაც ცხედარი აღმოაჩინეს, ამბობენ, რომ ქალი ორი დღის განმავლობაში არ უნახავთ, სახლში შესულებს კი ის გარდაცვლილი დახვდათ. მეზობლებს არ აქვთ ვერსიები, ვის და რატომ შეიძლება მოეკლა ქალი. გარდაცვლილი სახლში მარტო ცხოვრობდა.
საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.