logo
ENG



ახვლედიანი: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ექიმებსა და 65+ ადამიანებს ავცრით

30 მარ 202111:55
3 წუთის საკითხავი
 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ინფორმაციით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ექიმებსა და 65 წელს ზემოთ ადამიანებს აცრის შესაძლებლობა ექნებათ.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, ისინი ვაქცინის გაკეთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეძლებენ.

"საქართველოში მიმდინარე კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება ეძლევათ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ სამედიცინო სფეროსა და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ პირებს, რომლებსაც შეეძლებათ, ვაქცინაცია ჩაიტარონ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე", - თქვა ახვლედიანმა.

ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დააზუსტა, რომ სამედიცინო პერსონალისთვის 500 დოზაა გამოყოფილი, პენსიონერებისთვის კი დოზების რაოდენობა შეზღუდული არ არის.


close დახურვა