logo
ENG



ახვლედიანი: ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი გაიხსნა

11 თებ 202111:58
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/11/yzuo4ep43rpz1tc.jpg

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეიდან, 11 თებერვლიდან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით გაიხსნა ე.წ. გადასასვლელი ენგურის ხიდზე.

"ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თავისუფალი მიმოსვლის თითქმის ერთწლიანი შემზღუდველი რეჟიმის შემდეგ, დღეიდან გაიხსნა ე.წ. გადასასვლელი ენგურის ხიდზე, რაც ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას საშუალებას მისცემს, თავდაპირველად გარკვეულ კატეგორიებს, გადმოვიდნენ საქართველოს ცენტრალულრი ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე", - განაცხადა ახვლედიანმა.

ახვლედიანის თქმით, ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს, რათა საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლება დაცული იყოს. 

 


close დახურვა