logo
ENG



ახვლედიანი: ჩემთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მნიშვნელოვანი აჭარის ტელევიზიის თემაა

15 თებ 202012:49
3 წუთის საკითხავი
 

არმაზ ახვლედიანი საზოგადოებას, ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო სექტორს გაერთიანებისა და აჭარის ტელევიზიის დაცვისაკენ მოუწოდებს. განცხადება პოლიტიკური სწავლების სკოლის დირექტორმა ფეისბუკზე გაავრცელა. ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დამორჩილებას  და მის სარედაქციო პოლიტიკაზე სრული კონტროლის აღებას აპირებს. ახვლედიანი ასევე მიმართავს, საერთაშორისო თანამეგობრობას, მიიღონ პრევენციული ზომები, სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის აღსაკვეთად. 

როგორც „ფორმულასთან“ საუბარში ახვლედიანი აცხადებს, მისთვის პროპორციულ არჩევნებზე მნიშვნელოვანი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თემაა.

„ეს არის წარმოუდგენელი რამ, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს კლავენ ჩვენ თვალწინ და ამას ყოველდღიურად აკეთებენ. როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში ფაქტის წინაშე აღმოვჩნდებით, როდესაც იქ აღარ დარჩება არც სარედაქციო პოლიტიკის ობიექტურად შემმუშავებელი და არც განმხორციელებელი. ჩემთვის დღეს პროპორციულ არჩევნებზე მნიშვნელოვანი თემაა აჭარის ტელევიზია. თუ აჭარის ტელევიზია არ იქნება, თუ თქვენ არ იქნებით, თუ მსგავსი ინსტიტუცია აღარ იქნება, წარმოგიდგენიათ, რა არჩევნებზეა საუბარი?“, - განაცხადა ახვ
აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებმა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაზე მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც ტელევიზიის დირექტორის  გადაყენების შემდეგ, საბჭომ ახალ ხელმძღვანელად გიორგი კოხრეიძე დანიშნა. თანამშრომელთა ნაწილი არჩევნებამდე აცხადებდნენ, რომ კოხრეიძის არჩევა საფრთხეს შეუქმნიდა არხის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას.

კოხრეიძის არჩევის შემდეგ არხი ტელევიზიის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ ნათია ზოიძემ დატოვა. იქამდე კი არხიდან წავიდნენ ჟურნალისტები ზვიად ქორიძე და მარინა ვაშაყმაძე.

გარდა ამისა, ახალი გენერალური დირექტორი შტატების გაუქმებას აპირებს და კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს ათავისუფლებს. აჭარის ტელევიზიასა და რადიოში 4 სამსახურის უფროსს მოადგილე აღარ ეყოლება.

ახალი ამბების სამსახურის უფროსის მიმართ დისციპლინური სამართლთალწარმოება დაიწყეს. შორენა ღლონტს ხელმძღვანელობა  ახალი ამბების სამსახურის მიერ  NDI-სთან ერთი წლის წინ გაფორმებული  ხელშეკრულების გამო ედავება.

კიდევ ერთი მწვავე საკითხი საგამოძიებო ფილმების პროექტის შეჩერებაა. საგამოძიებო ფილმების პროექტის ხელმძღვანელი ამბობს,რომ კოხრეიძემ მიზეზად საარჩევნო წელი და აჭარის მაუწყებლის საინფრომაციო სამსახურის მიმართ უნდობლობა დაასახელა.

აჭარის ტელევიზიის მხარდასაჭერად განცხადებები გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. 

close დახურვა