logo
ENG



ახვლედიანი ანაკლიაზე:უმსხვილესი ამერიკული ფონდი, ეს არის ერთადერთი იმედი

30 ოქტ 201913:28
3 წუთის საკითხავი
 
p9r57a5pmpckgju.png

ამ წუთებში პარლამენტში დეპუტატები ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელს უსმენენ. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ლევან ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა ეს ის ერთდაერთი ინვესტორია, რომელიც ანაკლიის პროექტს ამ დრომე ჰყავს. ახვლედიანის თქმით, სწორედ ამერიკური ფონდი  აძლევს იმედს, რომ პროექტის განხორციელდება. 

უფრო ზუსტად, "ევროპული საქართველოს" ლიდერმა ოთარ კახიძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია პროექტის განხორცილება. მმართველი გუნდი ყველა მექანიზმს მიმართავს, რათა ხელი შეუშალოს პორტის აშენებას - ასეთ პირობებში, რისი იმედი გაქვთ?- იკითხა კახიძემ.

კახიძის საპასუხოდ, ახვლედიანმა ამერიკული ფონდზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით ამ ეტაპზე ერთადერთი იმედია. 

"რა მაძლევს იმედს. გვყავს კიდევ ერთი ინვესტორი, რომელსაც ჯერ არ გაუტანია ინტერესი პროექტიდან. ეს არის უმსხვილესი ამერიკული ფონდი, რომელთანაც გვქონდა მოლაპარაკებები და მთავრობაც შეხვდა. იმედს ვიტოვებ, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. მათთან კომერციული მოლაპარაკებები, პრაქტიკულად, დასრულებულია. დარჩა ფორმალობა და მისი ოფიციალურად წარდგენა პროექტის ინვესტორად. ეს არის ერთადერთი, რაც მძლევს იმედს, რომ არავისგან არ დავიბრალოთ დესტრუქციულობა და იმედია დავიტოვოთ პროექტის განხორციელებაში. თუ ეს ბოლო იმედის ამოიწურება, მე ვიქნები პირველი ვინც გამოვა და ყველაფერს მოვყვები რა იყო და როგორც იყო ზუსტად. მაგრამ სანამ არის ინტერესები, პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია ყველამ შევინარჩუნოთ კონსტრუქციოლობა და იმედი. ვიმუშაოთ ინვესტორების შემოყვანაზე, ბანკების  პირობების და ოპერატორების პირობების დაკმაყოფილებაზე. დრო არის კიდევ 2 თვე და ცხადად გამოჩდნება ყველაფერი",- განაცხადა ახვლედიანმა. 

 


close დახურვა