logo
ENG



ახვლედიანი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბეების ადვოკატებთან გამოკითხვაზე არ მივა

17 ივლ 202014:27
3 წუთის საკითხავი
 

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული ვახტანგ ახვლედიანი ბრალდებული მორაგბეების ადვოკატებთან გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. ამის შესახებ ახვლედიანის ადვოკატმა, კახა წერეთელმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა. 

ადვოკატის თქმით, ჩვენებებში არსებითი უზუსტობები არ ფიქსირდება. 

"თუ მიაჩნიათ, რომ ჩვენებებს შორის გარკვეული უზუსტობებია, შეუძლიათ თავადაც შეაფასონ. მიგვაჩნია, რომ არსებითი უზუსტობები არ არის, ტექნიკური უზუსტობები 1, 2, 3, 4, 5  ჩვენებაში შეიძლება იყოს. გამოკითხვაზე მისვლის აუცილებლობას არ ვხედავთ", - განაცხადა წერეთელმა. 

შეგახსენებთ, რომ ვახტანგ ახვლედიანი არაგვის ხიდის მიმდებარედ მომხდარი ინციდენტისას გიორგი შაქარაშვილთან, კოკო ღიბრაძესთან, იაკობ ბრეგვაძესთან, გიორგი ქათამაძესთან და გურამ ამირხანაშვილთან ერთად იმყოფებოდა. 


close დახურვა