ახლად გახსნილ სპორტის სასახლეში ჭერიდან წყალი ჩამოდის, უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე დიდი ხანია საუბრობენ, წვიმამ კი ეს პრობლემა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა. მომდევნო კვირის განმავლობაში ნალექიანი ამინდი ისევ შენარჩუნდება, შესაბამისად მცირე დარბაზში ხვალისთვის დაგეგმილი თამაშიც გადაიდო და ის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
ახლად გახსნილ სპორტის სასახლეში ჭერიდან წყალი ჩამოდის
17 ოქტ 202213:03
3 წუთის საკითხავი