logo
ENG



ახლობლების თქმით, ციხეებში ეპიდაფეთქებაა, პატიმრებს კი ამაზე საუბარს უკრძალავენ

26 აგვ 202112:42
3 წუთის საკითხავი
 

პატიმრების ოჯახის წევრების თქმით, კორონავირუსი მინიმუმ ოთხ საპატიმრო დაწესებულებაში გავრცელდა. 

ისინი ციხეებში არსებულ მძიმე ეპიდვითარებაზე ფორმულას უყვებიან და ამბობენ, რომ სატელეფონო საუბრისას პატიმრები ციხეში ეპიდაფეთქებაზე ლაპარაკს თავს არიდებენ. ოჯახის წევრების თქმით, მათ ამ თემაზე საუბარი ეკრძალებათ. 

"ჩემმა მეუღლემ დამირეკა ორი დღის წინ, ძალიან ცუდად ვარ, სუნთქვა მიჭირსო. შეიძლება ისევ საავადმყოფოში გადამიყვანონო, გეგუთშიც დაფიქსირდა, მაგრამ არ იძახიან. ძალიან ვნერვიულობთ, ქსანშიც დაფიქსირდა, მაგრამ ყველა უარყოფს. ტელეფონში რომ თქვან, სჯიან ან პაემნის უფლებას არ აძლევენ, ან ტელეფონზე დარეკვის", - ამბობს ფორმულასთან საუბრისას ერთ-ერთი პატიმრის ცოლი.

საუბარია გლდანის მიმღებ N8 დაწესებულებაზე, ქუთაისის მიმღებ N2 დაწესებულებაზე, ქსნის მე-15 დაწესებულებასა და გეგუთის ციხეზე.

ცოტა ხნის წინ, გეგუთის ციხიდან სულ მცირე შვიდი ინფიცირებული პატიმარი კლინიკაში გადაიყვანეს,  დაწყებულია მასობრივი ტესტირება. 

დამატებით ინფორმაციას ფორმულა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში არკვევს, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


close დახურვა