მედიკოსები ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრ ზრდას ვარაუდობენ. მათი თქმით, ამ ვარაუდის საფუძველი აღდგომის ლიტურგიის ჩატარება გახდა.
ინფექციონისტები ამბობენ, რომ აღდგომის ლიტურგიის შემდეგ მოსალოდნელია ინფიცირებულთა მკვეთრი ზრდა. მათი განმარტებით, შეკრების ადგილებში დისტანციისა და რეკომენდაციების დაცვა რთული იყო.
ერთ კვირაში გვექნება წარმოდგენა, როგორ იქონია გავლენა ახალ შემთხვევებზე გუშინდელმა ღამემ. იმედია, არაფერი მოხდება. სრულფასოვნად ვერსად ვერ იქნებოდა დაცული, რადგან რთულია შეკრების ადგილას დაიცვა დისტანცირება", - ამბობს ალექსანდრე გოგინავა.
ახალ ინფიცირებულთაგან ერთ-ერთი სუპერმარკეტების ქსელ „სმარტის“ დაცვის თანამშრომელია. იქ მომუშავე სხვა პერსონალის თქმით, სუპერმარკეტში დეზინფექცია ტარდება და დღეს არ იმუშავებს.
„ერთი თვეა, არ ყოფილა. არ ვიცით, რატომ დაიკეტა. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ მაღაზია დაკეტილია და დეზინფიცირება ტარდება. მას მომხმარებლებთან არ აქვს შეხება", - ამბობენ სუპერმარკეტის თანამშრომლები.
ბოლო მონაცემებით საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 394-მდე გაიზარდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 4-ს შეადგენს. ვირუსისგან 86 ადამიანი განიკურნა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.