ახმეტაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულს ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.