logo
ENG



ახმეტაში მაღაზია დააყაჩაღეს - დაკავებულია 1 ადამიანი

08 აგვ 202114:42
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/08/9e6wee0cu6t8zmm.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახმეტაში მაღაზია "იოლი" დააყაჩაღეს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ყაჩაღობის ბრალდებით პოლიციამ 2005 წელს დაბადებული დ.ჭ. დააკავა.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, მაღაზია "იოლის" მოლარე-კონსულტანტს პნევმატური იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

"დ.ჭ.-მ ყაჩაღური გზით მაღაზიიდან გაიტაცა ფული, სიგარეტის კოლოფები და მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ახმეტის მუნიციპალიტეტში დააკავა", - ამბობენ შსს-ში.

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა